კალენდარი

ფრანგული სამეცნიერო დღე საქართველოში

 ფრანგული  მეცნიერების  დღე საქართველოში
2018 წლის 28 სექტემბერს, პირველად საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსა  და  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის  ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით თბილისში, ფრანგული მეცნიერების დღე  გაიმართება.
საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული ერთობლივი კვლევების  და  სამეცნიერო გამოცდილების წარმოსაჩენად, რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის ფრანგი მკვლევრები და მეცნიერები.
საფრანგეთის უმაღლესი განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სამინისტროს, ეროვნული სამეცნიერო და კვლევითი ცენტრის CNRS, გარემოსა და სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის IRSTEA, პასტორის ინსტიტუტისა და  ისტორიის ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები თბილისში, სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი კვლევითი პროექტების განვითარებისათვის ჩამოვლენ.
 
კვლევის  სფეროები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: მიკრობიოლოგია, სოფლის მეურნეობა,  გარემოს დაცვა, არქეოლოგია, პალეოანთროპოლოგია და ლინგვისტიკა.
ფრანგული სამეცნიერო  დღე საქართველოს მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება და ორ ეტაპად გაიმართება:
  • დღის პირველი ნახევარი ქართულ-ფრანგულ სამეცნიერო თანამშროლობის ფორუმს  მიეძღვნება ;
  • მეორე ნაწილი კონფერენციას დაეთმობა ფართო საზოგადიებისათვის, სადაც ქართველი და ფრანგი მეცნიერების მონაწილეობით წარმოებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართება.
ფრანგული სამეცნიერო დღე 9  საათიდან 18.00 საათამდე გაგრძელდება.
მისამართი : ჭავჭავაძის ქ. N 1, თსუ, I კორპუსი,
დასწრება თავისუფალია.


Programme en version PDF:  Programme_Journee_de_La_Science_Francaise_2018_.pdf


დამატებითი ინფორმაციისათვის : natia.mskhaladze@institutfrancais.ge