კალენდარი

გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2026-03-19 18:00

ფრანგული ფილმის ჩვენება: « სამყარო მათ ეკუთვნით »

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, მედიათეკის კინოკლუბის ფარგლებში, გიწვევთ ფრანგული ფილმის ჩვენებაზე: « სამყარო მათ ეკუთვნით » (2023), რეჟისორი ჟერემი ფონტანიე. 


ხანგრძლივობა
: 1სთ15წთ

რეკომენდებული მინიმალური ასაკი: ყველა ასაკი

თარიღი: 19 მარტი 2026

დრო: 18სთ

მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.


სინოფისი
:

ეს არის ისტორია გარეუბნის ლიცეუმის ერთ-ერთი კლასის შესახებ, რომელიც კოლექტიური სწავლების მეთოდს გვთავაზობს. მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების ერთობლივი ძალისხმევით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ბაკალავრის გამოცდის შედეგი 100%-იან წარმატების მაჩვენებელს აღწევს. 


ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=wnCoYONPq2I 



ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით.

დასწრება უფასოა! შემოგვიერთდით, ერთად აღმოვაჩინოთ და აღვნიშნოთ ფრანგულენოვანი კინო ამ განსაკუთრებული თვის განმავლობაში!