კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი | 2018-04-21 11სთ

DELF B2 TP გამოცდის სავარჯიშო სესია

 

DELF B2 TP გამოცდის სავარჯიშო სესია

 

გსურთ მოემზადოთ B2-ს გამოცდისთვის ?

 

ჩაეწერეთ DELF B2 Tout Public-ის სავარჯიშო სესიაზე კოლექტიური გამოცდებისთვის (მოსმენილის და წაკითხულის გაგება):

 

21 აპრილი, 11-დან 13 საათამდე

საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში

 

წინასწარი ჩაწერა სავალდებულოა 2018 წლის 13 აპრილის 19 საათამდე.

ფასი - 15 ლარი

 

თქვენი ნამუშევრები გასწორდება პარიზის პედაგოგიური კვლევების საერთაშორისო ცენტრში (CIEP).

შედეგები ცნობილი გახდება 10 დღეში!

 

აღნიშნული სავარჯიშო განკუთვნილია იმ 17 წლის ასაკიდან მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის, რომელთაც სურთ გაივარჯიშონ და მოემზადონ DELF Tout public გამოცდის ჩასაბარებლად.

როგორ ჩაეწეროთ?

ჩაწერა შესაძლებელია საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.
ჩაწერისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- პასპორტი ან პირადობის მოწმობა
- გამოცდაზე ჩაწერის შევსებული ფორმულარი ჩამოტვირთეთ
- გამოცდის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.