"მათხოვე შენი ხელი" (2006)

ერიკ ლარტიგოს ფილმი


მთავარ როლებში: ალენ შაბა, შარლოტ გენსბური, ბერნადეტ ლაფონი


ქართული სუბტიტრებით


08 თებერვალი 2017 / 20:00 სთ

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს.

მისამართი: დავით აღმაშენებელის გამზ., 40



შინაარსი:

ლუისის მარტივად ცხოვრობს, 43 წლის, ბედნიერი მარტოხელა, თავის საქმიანობაში წარმატებული, დედის და ხუთი დის მიერ განებივრებული, მათ ფრთას შეფარებული საყვარელი შვილი და ძმა. ასე შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო, მაგრამ ...
მისი ხელის გულზე ტარებით დაღლილები, დედა და დები გადაწყვეტენ, რომ ლუისის დაქორწინების დრო მოვიდა, და თანაც, რაც შეიძლება სწრაფად! ოჯახის ხაფანგში მოქცეული ლუისი გეგმას შეიმუშავებს: იპოვოს უნაკლო ქალი, რომელიც მის საცოლედ გაასაღებს თავს და რომელიც მას მოულოდნელად მიატოვებს ქორწინების დღეს. ამის მერე ვერავინ ვეღარ გაბედავს მასთან ქორწინებაზე ლაპარაკს. მაგრამ როგორ იპოვოს ეს იშვიათი მარგალიტი? ლუისი მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავს : ის უნდა დაიქირავოს!
სწორედ ამ დროს, მისი საუკეთესო მეგობრისა და კოლეგის და, ემა, პარიზში ბრუნდება და სამსახურს ეძებს. ყველაფერი რიგზეა. გეგმა ჩაშვებულია. მაგრამ გეგმები ქაღალდზე კარგად ეწყობა, აი სინამდვილეში კი ყველაფერი შეიძლება ჩაიხლართოს...



ფილმის ანონსი


ამობეჭდეთ ელ. ბილეთი

E-BILLETS

"მათხოვე შენი ხელი" (2006)

ერიკ ლარტიგოს ფილმი


მთავარ როლებში: ალენ შაბა, შარლოტ გენსბური, ბერნადეტ ლაფონი


ქართული სუბტიტრებით
08 თებერვალი 2017 / 08:00 PM

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს.

მისამართი: დავით აღმაშენებელის გამზ., 40