ჯემა ბოვერი (2014)

ან ფონტენის ფილმი

მთავარ როლებში: ჯემა არტერტონი, ფაბრის ლუკინი, ჯეისონ ფლემინგი

ქართული სუბტიტრებით

13 დეკემბერი 2016 / 20:00 სთ

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აწყობს ფრანგული კინოკლუბის განსაკუთრებულ საღამოს კინოთეატრ "ამირანში".
ბილეთის ღირებულებაა 5 ლარი. ბილეთები იყიდება კინოთეატრ "ამირანში" და ვებგვერდზე https://www.kinoafisha.ge/

მისამართი: კინოთეატრი ამირანი, კოსტავას ქ. 36, დარბაზი 2.

შინაარსი:

მარტინი, ძველი პარიზელი ბურჟუა, ნორმანდიის ერთი პატარა სოფლის მეფუნთუშეა. ახალგაზრდობიდან გამოჰყვა წარმოსახვის დიდი უნარი და დიდი ლიტერატურის, განსაკუთრებით კი გუსტავ ფლობერის სიყვარული. მის აღფრთოვანებას საზღვარი არ აქვს, როდესაც მისთვის ახლობელი სახელების მატარებელი ინგლისელების ერთი წყვილი მეზობელ ფერმაში დასახლდება. ახალი მეზობლები არამარტო სახელებით გვანან ფლობერის რომანის გმირებს, ჯემა და შარლს ბოვერი, არამედ მარტინს მათი ქცევაც რომანის გმირებს აგონებს. ის თავისი დიდი წარმოსახვის წყალობით ამ ცოცხალი პერსონაჟების ბედისწერას გამოძერწავს. ჯემას კი კლასიკოსები არ წაუკითხავს და გადაწყვეტილი აქვს თავისი ცხოვრებით დატკბეს...

ფილმის ანონსი

ამობეჭდეთ ელ. ბილეთი

E-BILLETS

ჯემა ბოვერი (2014)

ან ფონტენის ფილმი

მთავარ როლებში: ჯემა არტერტონი, ფაბრის ლუკინი, ჯეისონ ფლემინგი

ქართული სუბტიტრებით
13 დეკემბერი 2016 / 08:00 PM