კალენდარი

კლუბი Backstage | 2016-11-02 20სთ

ვოკალური ანსამბლი Soli-Tutti-ს კონცერტი კლუბში Backstage

ვოკლაური ანსამბლი Soli-Tutti საქართველოში გასტროლებზე 2016 წლის 27 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე ჩამოვა. მას ქუთაისის უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის ანსამბლი "ადილა" იწვევს მუსიკალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ანსაბლი ქუთაისში ორ კონცერტს განართავს.

თბილისში ანსამბლი Soli-Tutti სამ მუსიკალურ საღამოს გამართავს:

1/ ანსამბლი Soli-Tutti კონცერტი ბარში Backstage, 2 ნოემბერს 20 სთ-ზე, ვაკის პარკი, თავისუფალი დასწრება.
https://www.facebook.com/events/707642199394687/

2/ ანსამბლი Soli-Tutti კონცერტი ბარში „ზოესთან“, 3 ნოემბერს 20სთ-ზე, ვახტანგ ბერიძის ქუჩა 5, შესასვლელი კოტე აბხაზის (ლესელიძე) ქუჩა 27-29-დან, თბილისი. თავისუფალი გადასახადი.

3/ ანსამბლი Soli-Tutti კონცერტი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 4 ნოემბერს 19 სთ-ზე, გუდიაშვილის ქუჩა 7, თბილისი. დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაცია ანსამბლის შესახებ იხილეთ აქ:
http://www.solitutti.com/
https://www.facebook.com/Soli-Tutti

ანსამბლ Soli-Tutti-ს გასტროლებში საქართველოში ორგანიზებულია ორგანიზაცია SPEDIDAM-ის ფინანსური დახმარებით.


ანსამბლი Soli-Tutti

ვოკალური ანსამბლი Soli-Tutti შედგება თორმეტი პროფესიონალი მომღერლისგან, რომლის ხელმძღვანელია დენი გოტერი. 1988 წლიდან ანსამბლმა ორიგინალური მუსიკალური გამოცდილება მიიღო თანამედროვე თუ თეატრალური მუსიკის სფეროში, სხვადასხვა მრავალი პროექტისა და საფრანგეთსა თუ საზღვარგარეთ გაცვლითი ურთიერთოებების წყალობით.

Soli-Tutti ესაა გასაოცარი მუშაობა თანამედროვე მუსიკაზე, ესაა მუსიკალური შემოქმედებით გატაცება და სივრცეში მისი ორიგინალურად გადმოცემა, რაც გარკვეულ წილად არღვევს ტრადიციული კლასიკური კონცერტის ჩარჩოებს.

დღეს კომპოზიტორები დიდი სიამოვნებით ქმნიან ნაწარმოებებს მხოლოდ ხმისთვის. აღორძინების ხანის მუსიკიდან მოყოლებული მსოფლიო მუსიკამდე მათი შთაგონება მოწმობს დღეს მუსიკალური ქმნილებების სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას. Soli-Tutti იმუშავა მრავალ შემოქმედთან, მათ შორის Eveline Andréani, Jean-Philippe Bec, Antoine Bonnet, Régis Campo, Edith Canat de Chizy, Guilherme Carvalho, Charles Chaynes, James Dillon, Thierry Escaich, Jean-Louis Florentz, Joan Guinjoan, Philippe Hersant, José Manuel López López, Thierry Machuel, Giacomo Manzoni, Enrique Muñoz, François Narboni, Emmanuel Nunes, Maurice Ohana, Alessandro Solbiati, Roberto Valera და ბევრ ახაგაზრდა კომპოზიტორთან. ეს შეხვედრები ყოველთვის იყო მრავლის მომცემი გამოცდილებები, რაც მეტ გამბედაობას აძლევს ანსამბლს განაგრძოს თავისი მუშაობა თანამედროვე მუსიკის შექმნისა და გავრცელების მიმართულებით, კერძოდ კომპოზიტორებისათვის რეგულარული დაკვეთების გზით.

Soli-Tutti ხალხური მუსიკით შთაგონებული მსოფლიოს მუსიკითაც დაინტერესდა. მას ჰქონდა ურთიერთობა კაბო-ვერდელ ვასკო მარტინსთან, ორფეონ სანტიაგოს კუბელებთან, რომელთა ხელმძღვანელია ელეკტრო სილვა, კაზა მუზიკალეს კორსიკელებთან, კოლენსო აბაფანას ზულუსებთან...

ა კაპელით თუ ორღანის თანხლებით, ორკესტრის და დიდი გუნდის თანხლებით თუ პატარა ანსამბლებთან ერთად Soli-Tutti აგრძელებს ჩვენი დროის მუსიკის კვლევას, ერთი და იგივე შემართებით, რომ მსმენელს აღმოაჩენინოს ახალი ჟღერადობები.