კალენდარი
ვიზალიბერალიზაცია !
რომელი საბუთები უნდა მქონდეს მოგზაურობისას ?
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეძლონ წარუდგინონ სასაზღვრო პოლიციას სხვადასხვა საჭირო საბუთები, რომლებიც მათი მოგზაურობის მიზანს და საარსებო საშუალებებს დაადასტურებს. ასეთი საბუთებია:
• თვითმფრინავის ბილეთები ორივე მიმართულებით;
• სასტუმროს ჯავშანი ან საცხოვრებლის დამადასტურებელი სხვა საბუთი;
• კომპანიის ან ორგანიზაციის ოფიციალური მოწვევა კონფერენციაში მონაწილეობის, გასაუბრებაზე დაბარების, შეხვედრის ან სხვა მიზნის შესახებ;
• სტაჟსა თუ ტრენინგზე ჩაწერის დამადასტურებელი საბუთი;
• საჭირო ფინანსური რესურსების დამადასტურებელი საბუთი (ბოლო სამი თვის ბანკის ამონაწერი, დამფინანსებლის შემთხვევაში, დაფინანსების დამადასტურებელი საბუთი და ა.შ.)
სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა არ არის სავალდებულო, თუმცა ძლიერ რეკომენდებულია.
ყურადღება !
საფრანგეთში მოკლე ვადიანი უვიზო ვიზიტის დროს, შეუძლებელია ადგილზევე აიღოთ ხანგრძლივი ვიზა: ასეთ ვიზას მხოლოდ უცხოეთში, საფრანგეთის საკონსულეობში გასცემენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ინტერნეტში განთავსებული ხშირად დასმული შეკითხვები და მათი პასუხები www.ambafrance-ge.org ან მოგვწერეთ საფრანგეთის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტში: contact.tbilissi-amba@diplomatie.gouv.fr