კალენდარი

უცხოელი სტუდენტების ინტეგრაცია საფრანგეთის შრომის ბაზარზე

უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად და მათი ფრანგულ სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციის მიზნით ახლახანს საფრანგეთმა მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა(2016 წლის 7 მარტის კანონი) :
                                                                                                                                                 
  • ბინადრობის მოწმობის « პასპორტი ტალანტი »შექმნა : აღნიშნული საბუთი უცხოელების გარკვეულ კატეგორიას (უცხოელი სტუდენტი, რომელიც სამუშაოზე დაიქირავეს, მეცნიერი,/მკვლევარი/დოქტორანტი, უცხოელი სტუდენტი, რომელმაც საწარმო დააფუძნა) საფრანგეთში მუშაობის უფლებას ანიჭებს, ყოველგვარი დამატებითი ნებართვის აღების საჭიროების გარეშე. აღნიშნული მოწმობა გაიცემა შესაბამის პირსა და მის ოჯახზე 4 წლის ვადით. საფრანგეთის პრეფექტურებში შექმნილია სპეციალური საინფორმაციო კუთხე « ტალანტი » ;

  • სტუდენტებისთვის მრავალწლიანი ბინადრობის უფლების გაცემა : სტუდენტს, რომელმაც საფრანგეთში უკვე ერთი წელი გაატარა სტუდენტური ვიზითა ან დროებითი სტუდენტური ბინადრობის ბარათის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს ბინადრობის უფლების გაგრძელება და მოიპოვოს მრავალწლიანი ბინადრობის მოწმობა (CSP).  აღნიშნული ბინადრობის მოწმობა 2-დან 4 წლამდე ვადით, სტუდენტის სასწავლო ციკლის ხანგრძლივობის შესაბამისად. აღნიშნული მოწმობა უკვე გაიცემა ნებისმიერ სასწავლო ციკლზე;

  • საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაწერილ უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ გამარტივებული პროცედურების საშუალებით ფრანგულ სამუშაო ბაზარზე გასვლა ან საფრანგეთში სწავლის დასრულების შემდგომ საწარმოს დაფუძნება მაშინვე, როგორც კი ისინი დაეუფლებიან მინიმუმ მასტერის დიპლომს, დიდი სკოლების კონფერენციის პირველ დონეს ან პროფესიული ბაკალავრიატის დიპლომს.

 
ვრცელი ინფორმაცია ამ სტატიის შესახებ იხილეთ "კამპუს ფრანსის" ვებგვერდზე აქ


გადმოტვირთეთ საფრანგეთის საელჩოს ბროშურა "პასპორტი - ტალანტის" შესახებ
აქ
ასევე გადმოწერეთ ბროშურა საფრანგეთში მომუშავე არაფრანგი დასაქმებულების შესახებ აქ