კალენდარი

ფრანგული ინსტიტუტი | 2017-02-17 18h

თვის სტუმარი

გვეწვიეთ ელისთან, ტიციანთან და ვალანენთან შესახვედრად, რომელთაც გადაწყვიტეს ველოსიპედით მოევლოთ მსოფლიო დოკუმენტურის ფილმის გადასაღებად, რომლის თემასაც წარმოადგენს « ვიცხოვროთ ერთად მრავალფეროვნებაში ».

მოგზაურობისას ისინი ეცნობიან სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებს  (ლტოლვილთა დახმარების ასოციაციას, თვითმმართველ საზოგადოებებს, ფემინისტურ თუ ელჯიბითი მოძრაობებს) და ხვდებიან უმცირესობების წარმომადგენლებს, რათა სცადონ გაერკვნენ  საზოგადოებაში მათ პოზიციასა და იდენტობის ჩამოყალიბებაში.

მოგზაურობა ქალაქ მანიდან აგვისტოში დაიწყეს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჩამოსვლამდე გაიარეს გერმანია, ბალკანეთის ქვეყნები, საბერძნეთი და თურქეთი.

ისინი მოგიყვებიან პროექტის შექმნასა და საკუთარ ამბიციებზე პარასკევს, 17 თებერვალს 18 საათზე საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტიში.

იყავით ცნობისმოყვარენი, ეწვიეთ მათ ბლოგს (http://enquetedidentite.strikingly.com/) და მოდით მათთან სასაუბროდ.