კალენდარი
Terminal • ტერმინალი | 2019-06-07 12h
ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის გამოწვევები საფრანგეთსა და საქართველოში.
2019 წლის 7 ივნისს, პარასკევს, 12 საათზე, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართება კონფერენცია და მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნება ტურიზმის გამოწვევებს საფრანგეთსა და საქართველოში მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და განვითარებას.
დისკუსიამდე, წარიმართება ახალი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია.
სპიკერები :
. მარიამ ქვრივიშვილი- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორი
. პროფესორი ფრედერიკ ლამანტია- კულტურული გეოგრაფიის დოქტორი, პროფესორი ლუმიერ ლიონ 2- ის უნივერსიტეტში (Université Lumière, Lyon 2 ) ახალი სამაგისტრო პროგრამის „ ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობის“- კოორდინატორი, ფრანგულ-უკრაინული პროგრამის კოორდინატორი „ტურიზმი, დასვენება, მემკვიდრეობა“ (Université Lumière, Lyon 2, University of Kharkiv )
. ნატალია მოროზი- დოქტორანტი და პედაგოგი ლუმიერ ლიონ 2- ის უნივერსიტეტში (Université Lumière, Lyon 2 ), ფრანგულ-უკრაინული სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი „ ტურიზმი, დასვენება, მემკვიდრეობა“(Université Lumière, Lyon 2, University of Kharkiv )
. ნიკოლოზ ნიკა ვაჩეიშვილი- საქართველოს კულტურული მემკვდირეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორი
. მაია სიდამონიძე- საქართველოს სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის პრეზიდენტი
ღონისძიების პროგრამა :
- გახსნა და მისასასმებელი სიტყვა
-ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის „ ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობის“ პრეზენტაცია
-სადისკუსიო პანელის გახსნა
. „ტურიზმის აქტუალური გამოწვევები საქართველოში და ფრანგი ტურისტული პოტენციალი საქართველოში“ - მარიამ ქვრივიშვილი
„ბაგრატის ტაძრის გამოწვევები და შესაძლებლობები"- ნიკა ვაჩეიშვილი
„ტურიზმის განათლება საქართველოში " - მაია სიდამონიძე
„ ფრანგული კულტუტული მემკვიდრეობის დაცვა და ტურიზმი: პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შემთხვევა“ - ფრედერიკ ლამანტია
პრეზენტაციას მოჰყვება კითხვა-პასუხის სესია
დასწრება თავისუფალია
დამატებითი ინფორმაცია :
2019 წლის 15 აპრილის ღამეს, საფრანგეთმა და მთელმა მსოფლიომ, პირდაპირ ეთერში უყურა პარიზის ღვთისმშობლის საშინელ ხანძარს. ამ ტრაგიკულ ინციდენტს მოყვა ასობით ათასი სოლიდარობის გზავნილი ფრანგების მიმართ. სინამდვილეში, ეს ძეგლი არა მარტო შუა საუკუნეების არქიტექტურის და ისტორიული მემკვდირეობის მატიანიეა არამედ იგი საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლოს წარმოადგენს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არის საფრანგეთის და ევროპის ისტორიის 1000 წელზე მეტი ხნის მოწმე, რაც საფრანგეთის ერის და მათი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი იდენტობის მატარებელია , რის გამოც ეს ტაძარი არა მხოლოდ სულიერი, არამედ ზოგად კულტურულ ძეგლად გვევლინება , რომელმაც გამოხატულება ჰპოვა კულტურის სხვა დარგებში (კინო, მუსიკა ლიტერატურა ).
ეს ტრაგიკული მოვლენა ხაზს უსვამს ევროპაში კულტურული მემკვიდრეობის რეკონსტრუქციის, შენარჩუნებისა და კონცერვაციის მრავალჯერად გამოწვევებს. ეს ღონისძიება ეხმაურება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და მასთან დაკავშირებული რისკების შენარჩუნების მრავალ გამოწვევას.