კალენდარი

თბილისის 2019 წლის ფოტოფესტივალი

თბილისის მე-10 ფოტოფესტივალის პროგრამა გთავაზობთ განსაკუთრებულ გამოფენებს, მიმზიდველ ღონისძიებებსა და ფოტოგრაფიის ღამეს - ფოტოპროექციები ღამის განმავლობაში ღია ცისქვეშ მუშტაიდის ბაღშ. ცხრა წლის განმავლობაში, თბილისის ფოტოფესტივალი დიდი აბრეშუმის გზის გზაჯვარედინზე მსოფლიო ქვაკუთხედად ჩამოყალიბდა საერთაშორისო ფოტოგრაფიის მიმართლებით.

თბილისის ფოტოფესტივალისთვის წლევანდელი წელი გარდამტეხია, რადგან ფუძნდება თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი! საქართველოში ეს პირველი ინსტიტუციაა, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე გამოსახულებით ყველანაირ ფორმაში - ფოტო, ვიდეო, ახალი მედია - და წარმოადგენს ფოტოგრაფიას, როგორც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში სოციალური და კულტურული ცვლილებების კატალიზატორად. მუზეუმი განთავსდება სტამბაში, საბჭოთა ეპოქის ყოფილი გამომცემლობის ტერიტორიაზე, რომელიც გასულ წელს დიზაინერულ სასტუმროდ გადაკეთდა.

თარიღი: 2019 წლის 12-21 სექტემბერი
ადგილი: სასტუმრო სტამბა
სრული პროგრამა:http://www.tbilisiphotofestival.com/en/programme/
ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/events/541503353260572/
ვებგვერდი: http://www.tbilisiphotofestival.com/en/