კალენდარი

თარგმნის სახელოსნოები

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გთავაზობთ
თარგმნის სახელოსნოებს

თარგმნის დროა!

სახელოსნოებში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ექნებათ, ეზიარონ საუკეთესო ენის სპეციალისტებისა და მთარგმნელების გამოცდილებას:

ქ–ნი მზაღო დოხტურიშვილი, აკადემიური პალმის რტოს ორდენის კომანდორი, ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი რომანისტიკაში, მონპელიეს მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პუბლიკაციების ავტორი თარგმანის შესახებ.

ქ–ნი გურანდა დათაშვილი, ლიტერატურული მთარგმნელი, ფრანგული ენის საერთაშორისო დიპლომის ჟიურის წევრი.
ქ–ნი მზია გომელაური, ლიტერატურული მთარგმნელი, ფრანგული ენის პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და თავისუფალ უნივერსიტეტში.

 

თარგმნის სახელოსნოების ციკლის ხანგრძლივობაა ოთხი თვე, რომლის განმავლობაშიც ჩატარდება რვა სახელოსნო, 2020 წლის 26 თებერვლიდან 3 ივნისამდე, ყოველ მეორე ოთხშაბათს, 17სთ-დან 18სთ30წთ-მდე.

 

სახელოსნოში მონაწილეთა რაოდენობა: 6-დან 8-მდე.
ფრანგული ენის ცოდნის დონე: მინიმუმ B1 (სერტიფიკატი აუცილებელი არ არის).
მონაწილეთა ასაკი: 18 წლის ზემოთ.
სახელოსნოების მონაწილეები ციკლის დასასრულს მიიღებენ სერტიფიკატს.


თარგმნის სახელოსნოების ციკლის საფასურია 200 ლარი.

ჩაწერის ვადა: 2020 წლის 30 იანვრიდან 20 თებერვლამდე.


ჩაწერისთვის მიმართეთ ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკას

ქ-ნ თამარ ხოსრუაშვილი, მისამართი: გუდიაშვილის ქ.7,
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ.,
ტელ.: 2923304 / 2923306,
ელ.ფოსტა: tamar.khosruashvili@institutfrancais.ge.

წარმატებულ თარგმნას გისურვებთ!