კალენდარი

სრული სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში ინგლისურ ენაზე

Côte d’Azur-ის უნივერსიტეტი აცხადებას მიღებას სადოქტორო პროგრამაზე, რომელიც სრულად იქნება დაფინანსებელი ევროკომისიის, პროვანს ალპ კოტ დ’აზურის რეგიონალური საბჭო (Conseil Régional Sud-PACA) და IDEXJED- ის მიერ. პროგრამის ფარგლებში  15 კანდიდატი შეირჩევა.

შერჩეული კანდიდატები Côte d’Azur-ის უნივერსიტეტში განახორციელებენ  სრულ  სადოქტორო პროგრამას E-Health-თან დაკავშირებულ თემებზე. (კვლევის თემატიკა შემოთავაზებულია  უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ).

 

აღნიშნული სადოქტორო პროგრამა სრულიად ინგლისურენოვანია, რათა კანდიდატებს არ შეექმნათ ენის ბარიერი. აგრეთვე, პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ეროვნების წარმომადგენელს.   დოქტორანტებს დაენიშნებათ ყოველთვიური  სტიპენდია 2400 ევროს ოდენობით.

 

ეს ამბიციური სადოქტორო  პროგრამა საშუალებას მისცემს 15 ლაურეატს მსოფლიოდან, 42 თვის განმავლობაში დაიცვას დისერტაცია. სტუდენტები კვლევითი სამუშაოების ნაწილს პარტნიორ ლაბორატორიებში განახორციელებენ, მათ შორის: Imperial College, UCL, EFPL და სხვა. გარდა ამისა, კანდიდატების ნაწილს საშუალება ექნება იმუშაონ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Google, Microsoft, Phillips და სხვა.

 

სადოქტორო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
http://univ-cotedazur.fr/fr/recherche/boosturcareer/#.XQzGIsQuAdd

საკონტაქტო ინფორმაცია : applicationsboosturcareer@univ-cotedazur.fr.