კალენდარი

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი | 2025-03-18 18:30

შეხვედრა, რომელიც ლიტერატურის მოყვარულებმა არ უნდა გამოტოვოთ!

ფრანკოფონია 2025-ის ფარგლებში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა და  თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გიწვევთ შეხვედრაზე დავით ტურაშვილთან. 2003 და 2008 წლების პრემია საბას  ლაურეატი წარმოგიდგენთ თავის ნაშრომს - "პარიზის ქართული სიზმრები", რომელიც მალე გამოიცემა.

 

სამშაბათს, 2025 წლის 18 მარტს 18სთ30წთ-ზე.


შეხვედრა ჩატარდება ქართულ ენაზე. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ფრანგულ ენაზე.


მისამართი
: კოსტავას ქ. 14, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, სასტუმრო ''სტამბას'' შენობა.

 

დათო ტურაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად პრემირებული ავტორია და რომლის წიგნებიც ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორისაა, არის რომანების, მოთხრობების და სცენარების ავტორი. იგი ყველაზე ცნობილი ბესტსელერის "ჯინსების თაობის" ავტორია. წიგნი თარგმნილია 20 ენაზე.


2024 წელს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის შემოქმედებითი სარეზიდენციო მობილობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც პრომეთეა ვოიაჟთან პარტნიორობით განხორციელდა, დათო ტურაშვილი ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა საფრანგეთში და მუშაობდა თავის წიგნზე ''პარიზის ქართული სიზმრები''. ნაშრომი, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მოგვითხრობს ქართულ-ფრანგული ურთიერთობების ისტორიას.