კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2023-11-28 18 სთ

შეხვედრა პიერ ანდრიესთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა 
გიწვევთ შეხვედრაზე.

პიერ ანდრიე,
საფრანგეთის ყოფილი ელჩი, საერთაშორისო ურთერთობების ლექტორი

წარადგენს თავის წიგნს,

რუსულ-ჩინური ურთიერთობების გეოპოლიტიკა

სამშაბათს
, 28 ნოემბერს 18სთ-ზე

შეხვედრა გაიმართება ფრანგულ ენაზე.

 მისამართი: გუდიაშვილის.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.


პიერ ანდრიე, ყოფილი დიპლომატია. იგი ასწავლის გეოპოლიტიკას რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში საფრანგეთსა და უცხოეთში, მათ შორის პარიზის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში Inalco,პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში - IEP, სადაც ის რუსეთის საგარეო პოლიტიკის და რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების პედაგოგია. პიერ ანდრიე იყო საფრანგეთის საელჩოს კულტურის მრჩეველი მოსკოვში, ელჩი ტაჯიკეთში, მოლდოვაში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შავი ზღვის ქვეყნებში, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და პასუხისმგებელი პირი მაღალმთიანი ყარაბაღის მოგვარების საკითხზე.

თავის ნაშრომში „რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების გეოპოლიტიკა“ პიერ ანდრიე იკვლევს მიმდინარე გამოწვევებს და აანალიზებს ორი დიდი ქვეყნის ისტორიას, რომლებიც სხვადასხვაგვარად ემუქრებიან მთელს ევროპას. ამავე დროს, განიხილავს რუსულ-ჩინური ურთიერთობების გეოპოლიტიკას მათი საერთო ისტორიის ფონზე.

ნაშრომი ზუსტად შეესაბამება დღევანდელ რეალობას და ნათლად ხსნის, თუ რატომ და როგორ ერევა ჩინეთი უკრაინის კონფლიქტში.