კალენდარი

შეხვედრა მწერალ მარლენ ტისოსთან


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გიწვევთ რამდენიმე ლიტერატურულ შეხვედრაზე მწერალ მარლენ ტისოსთან, რომელიც თბილისს 2024 წლის 25-30 სექტემბერს ეწვევა და თბილისის მე-9 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალიში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისს ესტუმრებიან აგრეთვე გამომცემლობა’’ლე კარნე დიუ დესერ დე ლუნის’’ დირექტორი, პატრიკ ვერშუერენი და მთარგმნელი, მაია ქაცანაშვილი.

                                        
მარლენ ტისო დაიბადა 1971 წელს რეიმსის მახლობლად და სწავლობდა ელექტროინჟინერიას, ’’ინფორმატიკას და პროგრამირებას’’. ლიტერატურით გატაცებას ის დიდხანს საიდუმლოდ ინახავდა ვიდრე 2000-იან წლების დასაწყისში, თავისი ტექსტების ინტერნეტში განთავსებას დაიწყებდა.

მარლენ ტისოს პირველი პოეტური კრებული, ’’ჩვენი წილი უდაბური მიწები’’ გამოაქვეყნა გამომცემლობა ასფოდელმა 2010 წელს. ამავდროულად, გამოიცა მისი პირველი რომანი ’’უკუღმა ნაქსოვი’’, რომელშიც იგი ბავშვობისა და სიყმაწვილის იარებს განიხილავს. მარლენ ტისო რეგულარულად თანამშრომლობს ისეთ ლიტერატურულ ჟურნალებთან, როგორებიცაა: Borborygmes, Freak Wave, Népenthès, Microbe, Le Zaporogue, Charogne და L'Agoisse. 2010 წელს მან თავად შექმნა ფანზინების სერია, სადაც ტექსტის სინთეზს ქმნის ფოტოგრაფია და სხვა გრაფიკული გამოსახულებები. მწერალი ასევე მონაწილეობას იღებს კითხვის საღამოებში, წიგნის ბაზრობებში, ფესტივალებში და სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებებში. 2014 წელს, გამოიცა მარლენ ტისოს წიგნი, სახელწოდებით ’’არ ვეპუები’’, რომელშიც იგი საზოგადოების მანკიერ მხარეებს ამხელს.

2013 წელს მარლენ ტისოს მიენიჭა ლავალის პირველი რომანის პრემია წიგნისთვის ’’უკუღმა ნაქსოვი’’, ხოლო 2019 წელს იგი გახდა ფრანს კულტურის აუდიო წიგნის პრემიის ლაურეატი.

დაგეგმილი შეხვედრები:

25 სექტემბერი 18სთ30წთ – ქართველი ავტორების, გიორგი ლობჟანიძის, ეკა ქევანიშვილის და გიორგი ეკიზაშვილის პოეტური კრებულების ფრანგული თარგმანების და ფრანგი მწერლის, მარლენ ტისოს წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია. შეხვედრა ჩატარდება ქართულ ენაზე.
მისამართი: არჩილ მიშველაძის ქუჩა 5, ვაკის პარკი, ბიბლუსი.

26 სექტემბერი 18სთ00წთ - შეხვედრა მწერალ მარლენ ტისოსთან და რეჟისორთან და დრამატურგთან, ნიკოლა კერცენბაუმთან საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.
მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქუჩა 7, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კირპუსი.

 

28 სექტემბერი 19სთ30წთ - შეხვედრა მწერალ მარლენ ტისოსთან თბილისის მე-9 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში.
მისამართი: ზანდუკელის ქუჩა 16, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი. შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ და ქართულ ენებზე.