კალენდარი

Backstage 76 - ვაკის პარკი | 2016-09-18 11:00

შეჯიბრი პეტანკში ფრანგული ენის ფონდის მხარდასაჭერად

სავაჭრო-სამრეწველო პალატა ''საფრანგეთი-საქართველო'' (CCIFG) და UFE-საქართველოს ორგანიზებით გაიმართება რიგით მე-4 შეჯიბრი პეტანკში  საქართველოში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და განვითარების ფონდ ''მოლიერის'' მხარდასაჭერად.

ფონდი ''მოლიერი'', რომელიც შექმნა 2012 წელს, ხელს უწყობს ფრანგული ენის სწავლებას საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში.
შეჯიბრი პეტანკში გაიმართება ვაკის პარკში მდებარე ბარის Backstage 76-ის ტერიტორიაზე (შესასვლელი აბაშიძის ქუჩიდან) 11 საათიდან. 

დაწვრილებითი ინფორმაცია