კალენდარი
შავი ზღვის ანიმაციის ვორქშოპი
საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია - "საქანიმა" და სტუდია "კვალი", საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან პარტნიორობით, აცხადებს განაცხადების მიღებას მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტების განვითარების ვორქშოპზე, რომელიც ანიმაციური ფილმების ავტორებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.
წელს პირველად, ქართველ ანიმატორებთან ერთად ვორქშოპში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ანიმატორებს უკრაინიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და თურქეთიდან.
კონკურსის შედეგად 10 მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტი შეირჩევა, ხოლო ფრანგი მენტორები კორინ დეტომბი და ოლივიე კატრენი თბილისში 5 დღიან ვორქშოპს ჩაატარებენ. საუკეთესო პროექტები მონაწილეობას მიიღებენ 2025 წლის MIFA–ს ფარგლებში Black Sea Partner Pitch-ის ღონისძიებაში. ასევე, დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით, მათ შორის ერთთვიანი ანიმაციის რეზიდენციით Fontevraud-ს სასახლეში.
პროექტი მხარდაჭერილია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარიზის ფრანგული ინსტიტუტის მიერ, როგორც კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების საერთაშორისო სტრატეგიის ნაწილი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 6 ოქტომბერი.
ვორქშოპი გაიმართება თბილისში 26-დან 30 ნოემბრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://rb.gy/iy6g25