კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ღია კარის დღე და 15 წლის იუბილე!

დაარსებიდან 15 წლის აღსანიშნავად საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ ღია კარის დღეზე 2017 წლის 3 ივნისს 12-დან 19 საათამდე.

 

მთელი დღის განმავლობაში ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ მრავალფეროვან ღონისძიებებს:

- ფრანგული ენის გაცნობითი გაკვეთილები და ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტი,

- მრავალი გასართობი, სახალისო და ციფრული აქტივობა პატარებისთვის,

- DELF B2 გამოცდის საინფორმაციო გაკვეთილი გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის,

- საინფორმაციო სტენდი "სწავლა საფრანგეთში", საფრანგეთში კურსდამთავრებულ სტუდენტებთან შეხვედრა და საუნივერსიტეტო ონლაინ კურსების პრეზენტაცია საფრანგეთში სწავლის მსურველთათვის,

- მოსწავლეების DELF junior ზეპირი გამოცდისთვის მოსამზადებელი სახელოსნო სკოლის ფრანგული ენის მასწავლებლებისთვის.

ასევე:

- ახალი თარგმანების პრეზენტაცია,

- მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება,

- ვებდოკუმენტების ონლაინ პრეზენტაცია

და შეხვედრა ფრანგ არქიტექტორ-რესტავრატორთან, ჟან ლუ ანკართან.

 

ფრანგული ინსტიტუტი თავის მრავალრიცხოვან პარტნიორებთან ერთად გაათამაშებს საუცხოო საჩუქრებს მთელი დღის განმავლობაში. პრიზების მოსაგებად მიიღეთ მონაწილეობა კარაოკეს ან სამზარეულოს კონკურში ან ჩაერთეთ ლოტოს თამაშში.

 

ყველა აქტივობა  უფასოა, დასწრება თავისუფალი !

 

ღია კარის დღის განრიგი გადმოტვირთეთ >>აქ<<


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: 2 92 28 55 / 2 93 44 58


Facebook