კალენდარი

ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტი | 2017-03-30 17:00

საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის იუბილე

საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია (AFPF) აღნიშნავს მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს.
ასოციაცია, რომელიც შეიქმნა 90-იან წლებში, აერთიანებს საქართველოს ფრანგული ენის პედაგოგებს. მისი საქმიანობა გამოიხატება სხვადასხვა შეხვედრის, მრგვალი მაგიდის თუ ტრეინიგის ორგანიზებაში, რაც ემსახურება საქართველოში ფრანგული ენის სწავლების განვითარებას.

მისამართი: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 1