კალენდარი
სამეცნიერო თანამშრომლობა ფრანგ მეცნიერებსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის
ფრანგ და ქართველ მკვლევარებს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად, თანამშრომლობის ეს ხელშეკრულება მიზნად ისახავს გამოიკვლიოს ნეოლითური ხანის ადამიანთა საზოგადოებაზე სხვადასხვა ფატორების ზეგავლენა: სამხრეთ კავკასიის ზონის კლიმატური და ეკოსისტემის ცვლილებები.
საფრანგეთის მხრიდან სამი ლაბორატორია გაერთიანდა პროექტ LIA GATES-ის ფარგლებში საფრანგეთის მეცნიერული კვლევების ეროვნული ცენტრის სახელით:
- სენ-კანტენ ან ივლინის უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერული ლაბორატორია
- ატომური ენერგიისა და ალტერნატიული ენერგიების კომისარიატის გარემოს კვლევის ლაბორატორია
- სავუა მონ ბლანის უნივერსიტეტის გარემოს, დინამიკებისა და მთის ტერიტორიების კვლევის განყოფილება.