კალენდარი

საჯარო ლექცია ბალეტის – „ფავნის დასვენება ნაშუადღევს“ შესახებ

საჯარო ლექცია ბალეტის – „ფავნის დასვენება ნაშუადღევს“ შესახებ

2023 წლის 31 მაისს, 19:00 საათზე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ თანამედროვე ცეკვის მკვლევრის, ხათუნა მზარელუას საჯარო ლექციაზე, რომელიც მიეძღვნება ბალეტს – „ფავნის დასვენება ნაშუადღევს“ და მის თანამედროვე ინტერპრეტაციებს.

ამ ერთმოქმედებიანი ბალეტის პრემიერა შედგა 1912 წლის 29 მაისს, პარიზის შატლეს თეატრში. მუსიკის ავტორი გახლდათ კლოდ დებიუსი, ქორეოგრაფია დადგა ვაცლავ ნიჟინსკიმ, დეკორაცია და კოსტიუმები კი ლეონ ბაკსტის შემოქმედებაა.

ლექციაზე ნაჩვენები იქნება ბალეტის ვიდეო ვერსიები, მათ შორის მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, ჟენევის დიდი თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის, სიდი ლარბი შერკაუის თანამედროვე ინტერპრეტაცია - „ Faun”. მთავარი პარტნიორები: თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება და ჟენევის დიდი თეატრის საბალეტო დასი.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით: თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებას; სიდი ლარბი შერკაუის, მოცეკვავესა და ქორეოგრაფს, ჟენევის დიდი თეატრის საბალეტო დასის დირექტორს; ვიტორიო კაზარენს, ჟენევის დიდი თეატრის საბალეტო დასის დირექტორის მოადგილეს; ფოტოგრაფებს გრეგორი ბატარდონსა და როდოლფ ეშერს.

ხანგრძლივობა: 1:30 დასწრება თავისუფალია.

საღამო გაიმართება ფრანგულ და ქართულ ენებზე.

მისამართი: ვაკის მედიათეკა, ილია ჭავჭავაძის No 76 (ვაკის პარკი)