კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2024-04-13 14 სთ

საბავშვო განყოფილების ახალი წიგნების პრეზენტაცია

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა 
გიწვევთ

საბავშვო განყოფილების

ახალი შენაძენების პრეზენტაციაზე
 

შაბათს
, 13 აპრილს 14სთ-ზე

პრეზენტაცია გაიმართება ფრანგულ და ქართულ ენებზე.

 
 მისამართი: გუდიაშვილის.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.



საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის საბავშვო განყოფილებაში სიახლეებია ! მობრძანდით და გაეცანით სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილ მრავალფეროვან გამოცემებს როგორც სულ პატარებისთვის, ასევე მოზარდებისთვის: ილუსტრირებულ ალბომებს, კომიქსებს, გრაფიკულ და სათავგადასავლო რომანებს, დოკუმენტურ წიგნებს... ამ წიგნების პრეზენტაცია დაგეგმილია მედიათეკაში შაბათს, 13 აპრილს 14 საათზე. პრეზენტაცია დასრულდება ზღაპრის კითხვით ბავშვებისთვის 5 წლის ასაკიდან.

მოხარული ვართ გაგაცნოთ ჩვენი მედიათეკის ახალი შენაძენიდან რამდენიმე საინტერესო წიგნი:

- კომიქსები, სადაც აღმოაჩენთ ასტერიქსის ცნობილი სერიის ახალ გამოცემას ’’თეთრი ზამბახი’’, აგრეთვე ახალ წიგნებს შემდეგი სერიებიდან: ლუ, ტენტენი, ტიტეფი, ჭიპ-მოშიშვლებულები და მრავალი სხვა.

- ზღაპრების წიგნები და ილუსტრირებული ალბომები ყველაზე პატარა მკითხველებისთვის: ’’იგორი და სამი პატარა გოჭი’’, ''ჩემი ზღვის მეგობრები’’, ’’წითელი მრგვალი ქუდი და სამეგობრო’’ და სხვ.

- საყმაწვილო რომანები, რომელთა შორისაა ’’ტყის მოგონებების’’ სამი ტომი.

- დოკუმენტური წიგნები: რომლებიც გაგახსენებთ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ ძირითად სპორტულ მცნებებს; ასევე - წიგნები პარიზის შესახებ თუ მაგალითად, ნარჩენების გადამუშავებაზე...

კიდევ უამრავი სხვა წიგნი გელოდებათ მედიათეკაში.

გვეწვიეთ, გელით!