კალენდარი

"სკოლები კინოში", სასწავლო ჩვენება ფრანკოფონი მოსწავლეებისთვია

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მადლობას უხდის თბილისის 151-ე, 23-ე სკოლებს და სკოლას "XXI საუკუნე", "სკოლები კინოში" სასწავლო კურსში მონაწილეობისათვის.

პროექტის მიზანი იყო ფრანგული კინოს პოპულარიზაცია ახალგარდებს შორის კინოკრიტიკის სწავლების გზით. თავად ფრანგული ენის მასწავლებლემაც გაიარეს სწავლება კინოკრიტიკის შესახებ ჩვენი ექსპერტის, თამარ გოზიტაშვილის ხელმძღვანელობით.

28 მაისს 18 საათზე მოსწავლეები დაესწრნენ კინოჩვენებას ჩვენი პარტნიორის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კინოდარბაზში. ჩვენების შემდეგ მონაწილე მოსწავლეებმა სეასრულეს ნანახი ფილმების შესახებ კლასის ერთობლივი ნამუშევარი, ფლმების კინოკრიტიკა.

საქართველოს ფრანგულლი ინსტიტუტი მადლობას უხდის ასევე ორ მონაწილე ფრანგ მოხალისეს, რომლებმაც პროექტი ზემოხსენებულ სკოლებში განახორციელეს: ელენა აკიმოვასა და ელიზა ლოპს.

გაეცანით 151-ე სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებულ კინოკრიტიკას
გაეცანით სკოლა "XXI საუკუნე"-ს მოსწავლეების მიერ შესრულებული კინოკრიტიკას.