კალენდარი

ქართველი სტუდენტის წარმატება

ნანა გიგლემიანი საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტია და „საინფორმაციო და კულტურული ინოვაციების“ სამაგისტრო პროგრამაზე ირიცხება, უნივერსიტეტ პარი 7-ში. ნანამ ამავე სასწავლებელში მაგისტრატურის მეორე საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად უნივერსიტეტისაგან გამორჩეული აკადემიური მოსწრებისათვის სტიპენდია დაიმსახურა.

- „მოხარული ვარ, რომ ფრანგულმა ინსტიტუტმა საშუალება მომცა, საფრანგეთში მესწავლა ჩემთვის საინტერესო სპეციალობა და ამასთან ერთად სამუშაო გამოცდილებაც მიმეღო“ გვეუბნება ნანა.