კალენდარი

ბარ-რესტორანი | 2016-07-10 10სთ

პეტანკის შეჯიბრი

ბარ-რესტორანი "ტარტინი" (სამღებროს 6) გიწვევთ ფრანგული თამაშის პეტანკის შეჯიბრზე 10 ივლისს გორგასლის მოედანზე, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

თამაშის არსი მდგომარეობს გუნდურ შეჯიბრში, გუნდი შედგება 3 მოთამაშისგან, ერთ თამაშს თამაშობს 2 გუნდი, გამარჯვებული ვლინდება ოლიმპიური სისტემით.

ტურნირის დასაწყისი: 10 ივლისი, დილის 10 საათი

ტურნირში მონაწილეობა: 45 ლარი 1 ადამიანზე / 135 ლარი ერთ გუნდზე/

საფასური მოიცავს: რეგისტრაციას, სათამაშო ბურთებით უზრუნველყოფას, ფრანგული სასმელი პასტისი ტურნირის განმავლობაში, საღამოს სადილი მოთამაშეებისთვის 20:00 საათზე, ღვინო და წყალი (სადილის დროს), ევროპის ჩემპიონატის ფინალური თამაში დიდ ეკრანზე.

დაჯავშნა შესაძლებელია რესტორან ტარტინში პირადად ან ტელეფონით 2438968.