კალენდარი
პედაგოგიური ტრენინგი: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ფრანგული ენის გაკვეთილზე
ტრენინგის სახელწოდება: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ფრანგული ენის გაკვეთილზე
მსმენელი: ფრანგული ენის მასწავლებლები
მიზნები:
ტრენინგის მიზნად ისახავს ფრანგული ენის მასწავლებლებს გაუადვილოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება ფრანგულის, როგორც უცხო ენის გაკვეთილზე. ტრენინგი მასწავლებლებს დაეხმარება მოიძიონ, გადაარჩიონ, დაახარისხონ და გაამრავალფეროვნონ გაკვეთილზე გამოსაყენები მასალა, უკეთ დაგეგმონ გაკვეთილი და გახადონ უფრო საინტერესო და ინტერაქტიული, შეაფასონ სხვადასხვა ტიპის აქტივობა ციფრული რესურსის გამოყენებით.
წინასწარი ცოდნა:
ინფორმატიკული ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა
ტრენინგის დახასიათება :
ტრენინგის პროცესში მოხდება საკითხის მიმოხილვა, ანალიზი და ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს პედაგოგებს შესაბამისი საკლასო აქტივობების შექმნაში.
7 დეკემბერი: 16სთ-18სთ
12 დეკემბერი : 12სთ-18სთ
13 დეკემბერი : 12სთ-18სთ
ფორმატი:
ონლაინ Microsoft teams-ის საშუალებით. ტრენინგის ბმული გადაეგზავნებათ დარეგისტრირებულ პედაგოგებს.