კალენდარი

ონლაინ კურსი საგრანტო განაცხადის წერაზე

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი EU4Culture  ხელოვანებსა და კულტურის პროფესიონალებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, საგრანტო განაცხადის წერის ონლაინ კურსზე მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ.კურსი განკუთვნილია ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალებისთვის, რომელთა მიზანს, საკუთარი საქმიანობის მასშტაბების გაზრდა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პარტნიორებთან თანამშრომლობა და საკუთარი პროექტებისათვის ფინანსური მხარდაჭერის გრანტებით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ონლაინ საგანმანათლებლო კურსის ვიდეოები ინგლისურენოვანია, თანდართული სუბტიტრებით სომხურ, აზერბაიჯანულ, ქართულ, რუმინულ და უკრაინულ ენებზე. ლექციები განთავდება პოპულარულ უკრაინულ პლატფორმაზე cases.media, რომელიც მაღალი  ცნობადობით გამოირჩევა შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს შორის, როგორც ქვეყანაში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სასწავლო კურსი შედგენილია უკრაინელი ექსპერტების გუნდის ხელმძღვანელობით.  ონლაინ კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • გრანტების სახეობები და მათი მნიშვნელობა
  • საგრანტო განაცხადის წერის უნარ-ჩვევები და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების მეთოდოლოგიები
  • ბიუჯეტის მომზადების სტრატეგიები და საერთაშორისო იურიდიული დოკუმენტები
  • ეფექტური კომუნიკაცია დონორებთან
  • ანგარიშგება

კურსზე წვდომის მისაღებად, ხელოვანებმა და კულტურის პროფესიონალებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან უნდა შეავსონ და წარმოადგინონ ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ორგანიზაციის „ჩეხეთის ცენტრი კიევში“ ვებ-გვერდზ. კურსზე განაცხადის შეტანის უფლება აქვთ ხელოვანებსა და კულტურის პროფესიონალებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვას რესპუბლიკიდან.

განაცხადის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია განაცხადის სახელმძღვანელო დოკუმენტში.

ონლაინ კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ კურსის დასრულების სერტიფიკატს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 მაისი, 23:59 CET. შერჩეული მონაწილეები ონლაინ კურსზე უფასო წვდომას 2024 წლის 25 მაისიდან მიიღებენ.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ორგანიზაციის „ჩეხეთის ცენტრი კიევში“ საგანმანათლებლო კოორდინატორს - კატერინა ვანდიჩს: vandych@czechcentres.cz

 

 

___

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/

___

7,85 მილიონი ევროს ბიუჯეტით, EU4Culture არის ოთხწლიანი პროექტი, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქებზე, დედაქალაქების გარდა. პროექტს ახორციელებენ Goethe-Institut (წამყვანი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და Institut Français de Géorgie.