კალენდარი

საგარეჯოს თეატრი | 2016-06-20 14სთ

მუსიკის დღესასწაული საგარეჯოში

მუსიკის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გეპატიჟებათ 20 ივნისს კახეთის ფრანგულ-ქართული მუსიკის დღესასწაულზე, რომელიც გაიმართება საგარეჯოს თეატრში 14 საათზე.
დღესასწაულში, რომელსაც ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით აწყობს პატარძეულის ფრანგულ-ქართული სკოლა-ლიცეუმი, მონაწილეობენ კახეთის ფრანგულენოვანი სკოლების მოსწავლეები, ასევე თელავის და საგარეჯოს მუსიკალური ჯგუფები და სტუდიები.