კალენდარი

მობილობის მე-4 საგრანტო კონკურსი


რეგიონებში მცხოვრები ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალებისთვის #EU4Culture მობილობის მე-4 საგრანტო კონკურსს აცხადებს!

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს რეგიონულ ქალაქებში, ან სოფლებში მცხოვრებ, 18 ან მეტი წლის ხელოვანებსა და კულტურის სექტორის წარმომადგენლებს.


მიიღე 5000€-მდე დაფინანსება საერთაშორისო კონფერენციებზე დასასწრებად, სასწავლო ვიზიტებისთვის, სტაჟირებისთვის და სხვა აქტივობებისთვის.

შეავსე განაცხადი, თუ მზად ხარ იმოგზაურო, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და გააფართოვო პროფესიული კავშირები!

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 25 სექტემბერი, 18:00 (ცენტრალური ევროპის დროით).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://cutt.ly/xwunIjYy