კალენდარი
კვარტეტი "Diotima" საქართველოში
პირველად საქართველოში 28 სექტემბერს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ კვარტეტს "Diotima" !
შემადგენლობა: იუნგ პენ ჟაო- ვიოლინო ლიო მარიიე - ვიოლინო ფრანკ შევალიე - ალტი ალექსის დეშარმი- ჩელო
პროგრამაშია: დიერდ ლიგეტი სიმებიანი კვარტეტი N1 «Métamorphoses nocturnes» პიერ ბულეზი წიგნი კვარტეტისათვის, I a და I b ნაწ. (ახალი) ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი სიმებიანი კვარტეტი N15, თხზ. 132
კვარტეტი 1996 წელს პარიზის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულების მიერ დაარსდა და ამჟამად ერთ - ერთი ყველაზე მოთხოვნადი კვარტეტი გახლავთ მსოფლიოს მასშტაბით. მათი რეპერტუარი ძირითადად მე-20 საუკუნისა და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებებისგან შედგება, თუმცა როგორც მუსიკის კრიტიკოსები აღნიშნავენ, ყველაზე ცნობილი კლასიკური ნაწარმოებებიც კი სრულიად ახალ განზომილებას იძენს კვარტეტის ინტერპრეტაციის წყალობით.
დაჯავშნეთ დაუვიწყარი საღამოს ბილეთები ბმულზე : https://tkt.ge/show/15015/simebiani-kvarteti-quatuor-diotoma