კალენდარი

კონკურსი მსოფლიო კინოს ფაბრიკა 2019

ფრანგული ინსტიტუტის მე-11 მსოფლიო კინო ფაბრიკა კანის 2019 წლის ფესტივაზე.
ფრანგული ინსტიტუტის კინოს ფაბრიკის პროგრამის მიზანია წაახალისოს სამხრეთის ქვეყნების ახალგაზრდა კინომატოგრაფიული ნამუშევრების წვდომა საერთაშორისო ბაზარზე. 

კანის კინოფესტივალთან და მის ფილმების ბაზართან მჭიდრო თანამშრომლობით შექმნილი ფრანგული ინსტიტუტის კინოს ფაბრიკა ყოველწლიურად, კანის ფესტივალის მსვლელობისას, არჩევს პირველი და მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმის ათ პროექტს, მათ განხორციელებაში დახმარების გასაწევად.  
კონკურსი საერთაშორისოა და ლიმიტირებულია 120 პროექტით, რომლებიც შეირჩევა ამ სფეროს პროფესიონალთა მიერ შედგენილი კომიტეტის მიერ.
შერჩეულ რეჟისორებს, მათ პროდიუსერებთან ერთად, მიიწვევენ კანის ფესტივალის მსვლელობისას 10 დღის განმავლობაში და გაუწევენ პერსონალურ დახმარებაა.

პროგრამის მიზანია პროექტების განხორციელებაში კონკრეტული მხარდაჭერა და დაფინანსების მოსაპოვებლად ინდივიდუალური და კოლექტიური შეხვედრების ორგანიზება კანის ფესტივალთან და მის პარალელურ სექციებთან თანამშრომლობით. 
აგრეთვე ითვალისწინებს ნაყოფიერ შეხვედრებს კინოფაბრიკის დამაარსებელთან - ფრანგულ ინსტიტუტთან და, ასევე, მრავალ შეხვედრას ფრანგ და საერთაშორისო პროდიუსერებთან პროექტების განხორციელების მიზნით. 


თანამშრომლობა ფესტივალთან  VISION DU REEL:
2018 წლიდან, ფესტივალი Visions du Réel ფრანგული ინსტიტუტის კინოფაბრიკა ახორციელებს სამხრეთის და ახალი ქვეყნების დოკუმენტური პროექტების ცირკულაციას ნიონის ფესტივალსა « Pitching du Réel » და კანში ფრანგული ინსტიტუტის კინოფაბრიკას შორის.
შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:
  • პროექტი უნდა წარმოადგენდეს პირველ ან მეორე სრულმეტრაჟიან ფილმს(მხატვრული, დომუმენტური თუ ანიმაციური)
  • რეჟისორი და პროდიუსერი წარმომავლობით უნდა იყვნენ დასახელებული ქვეყნებიდან
  • პროდიუსერს უკვე ნაწარმოები უნდა ჰქონდეს ერთი მოკლე ან სრულმეტრაჟიანი ფილმი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში
  • თითოეულ რეჟისორსა თუ კინოკომპანიას, მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენის უფლება აქვს
  • კანის ფესტივალის საერთაშორისო კინობაზრის კონტექსტიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ რეჟისორი და მისი პროდიუსერი ფლობდნენ ინგლისურ ენას
  • განაცხადის დასაკმაყოფილებლად, დოსიე სრულად უნდა იყოს დაკომპლექტებული
კინოფაბრიკის პროგრამა ხელს უწყობს ფრანგი და ევროპელი კოპროდიუსერების მოძიებას. პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლეთაც ჯერ არ ყავთ კოპროდიუსერი აღნიშნულ ზონაში, მაგრამ ყველა პროექტი განხილული იქნება ფაბრიკაში მონაწილეობის ინტერესის შეფასებისათვის. კოპროდიუსერებს პირდაპირ არ შეუძლიათ საკუთარი კანდიდატურის წარდგენა, მაგრამ ისინი უნდა ფიგურირებდნენ აპლიკაციაში. ყველა შერჩეული პროექტი, რომელიც არ გაითვალისწინებს აღნიშნულ წესს, შეიძლება მოიხსნას კონკურსიდან. 


ჩაწერის პირობები და აპლიკაცია:
http://maj.lescinemasdumonde.com/formulaire-inscription-projet-2019/formulaire_fr.php



შესარჩევი კონკურსი დასრულდება 120-ე პროექტის მიღებისთანავე და არაუგვიანეს 2018 წლის ნოემბრის დასაწყისისა. .

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის კოორდინატორს კულტურისა და კომუნიკაციის სფეროში - ოდრე მარგერიტას: audrey.margueritat@institutfrancais.ge