კალენდარი
საფრანგეთის საელჩო საქართველოში | 2017-03-07 10h00 - 18:00
კონკურსი: ლოგოს შექმნა
საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აცხადებენ ერთობლივ კონკურსს ლოგოს შექმნისათვის, სათაურით: „საფრანგეთი-საქართველო, დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი“.
მთელი საიუბილეო წლის მანძილზე, გამარჯვებული ლოგო გამოყენებულ იქნება საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის ოფიციალურ კომუნიკაციებში, ფრანგულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების მხარდასაჭერად.
მთელი საიუბილეო წლის მანძილზე, გამარჯვებული ლოგო გამოყენებულ იქნება საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის ოფიციალურ კომუნიკაციებში, ფრანგულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების მხარდასაჭერად.
კონკურსში მონაწილეობა სრულიად უფასოა და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. კონკურსის გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა საფრანგეთში წასასვლელი თვითმფრინავის ბილეთი (ორივე გზა).
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადა: 2017 წლის 14 მარტი 18სთ
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადა: 2017 წლის 14 მარტი 18სთ