კალენდარი

კონკურსი ფიზიკაში

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, პარი-საკლეს უნივერსიტეტი (Université Paris-Saclay), ირენ ჟოლიო-კიურის ფიზიკის ლაბორატორია - IJCLab, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებენ კონკურსს ფიზიკაში ქართველი სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის.

კონკურსში მონაწილეობისთვის, კანდიდატებმა უნდა აირჩიონ შემდეგი მიმართულებიდან ერთ-ერთი:

  • ბირთვული ფიზიკა
  • ნეიტრინოს ფიზიკა
  • ნაწილაკების ფიზიკა
  • სამედიცინო ფიზიკა
  • ამაჩქარებლები და დეტექტორები
  • ზოგადი ფიზიკა (საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის).

ყურადღება! დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 2023 წლის 19 აპრილამდე, უნდა გამოაგზავნონ პროექტი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს  შემდეგ მისამართზე: catherine.bourge@ijclab.in2p3.fr.
აგრეთვე, კონკურსანტმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, უნივერსიტეტის ან სკოლის დასახელება, სწავლის საფეხური, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტები საკუთარ ნამუშევრებს წარადგენენ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 2023 წლის 2 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. კონფერენციის ფარგლებში კი გამოვლინდება 3 გამარჯვებული პროექტი.

პროექტის ანოტაცია, რომელიც გაიგზავნება კონკურსზე, უნდა შეიცავდეს მინი-კვლევის მოკლე აღწერას, რომელიც სტუდენტებს (მოწაფეებს) სურთ, რომ აღნიშნულ კონკურსზე წარმოადგინონ.  ანოტაცია არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს და წარმოდგენილი იყოს pdf ან word დოკუმენტის სახით, ინგლისურ ენაზე. 

ტექტი აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ის საშუალებით (ფონტის ზომა 12, ინტერვალი 1.5).  

გუნდის მიერ შესრულებული კვლევაში კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ერთ   მონაწილეს, რადგანაც გამარჯვებულების გამოვლენა ინდივიდუალურად მოხდება. სტუდენტური საკვლევ პროექტი შესრულებული უნდა იყოს საკონკურსო თემებიდან ერთ-ერთში.   

ანოტაციების განხილვის შემდეგ,  კონკურსის ჟიურის მიერ შერჩეული პროექტების წარდგენა მოხდება მინი-კონფერენციაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადენიაში.  შერჩეულმა სტუდენტებმა (მოწაფეებმა)  უნდა მოამზადონ საკვლევი პროექტის პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე და უპასუხონ ჟიურისა და აუდიტორიის კითხვებს. პრეზენტაციის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება შერჩეული საკვლევი პროექტების რაოდენობაზე და ცნობილი გახდება მინი-კონფერციის ჩატარებამდე 1 კვირით ადრე.  

შეიშვნა: საშუალო სკოლის მოსწავლეების პროექტების შეფასების კრიტერიუმები შესაბამისი იქნება და სტუდენტების პროექტებისგან ცალკე განიხილება. 


                                                 

                                                                                                           პრიზები


კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი 3 საუკეთესო პროექტის ავტორი, 2023 წლის ივნისში სრული დაფინანსებით გაემგზავრება საფრანგეთში. გამარჯვებულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ მოინახულონ პარი-საკლეს უნივერსიტეტი, ირენ ჟოლიო - კიურის ფიზიკის ლაბორატორია - IJCLab და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN-ი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საშუალო სკოლის მოსწავლეებს, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.