კალენდარი

კონფერენცია "ფრანგული ენა, ენა რომელიც გვაახლოებს"

კონფერენცია "ფრანგული ენა, ენა რომელიც გვაახლოებს"

კონფერენცია აგრძელებს 2021 „იდეების ღამის“ ძირითად თემას - „ახლოს“ და გვთავაზობს თემებს, რომლებიც ხაზს გაუსვამენ თუ როგორ აღმოჩნდა ფრანგული ენა დამაკავშირებელი რგოლი პანდემიის ამ ძალიან რთულ პერიოდში. იზოლაციის პირობებში მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ გვესაუბრა იმ ძლიერ კავშირებზე, რომლებსაც ფრანგული ენა ქმნის. ფრანგული როგორც ურთიერთობის და თარგმანის ენა, ენა რომელიც ისწავლება და რომელსაც სწავლობენ, ენა რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიარსებოთ ერთად მიუხედავად ჩაკეტილობისა და მანძილისა.

კონფერენცია გაიხსნება  საფრანგეთის, შვეიცარიის, ბელგიისა და კანადის ელჩების მისასალმებელი გამოსვლებით და გაგრძელდება მრგვალი მაგიდით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ : ელისაბედ ჯიჯავაძე - საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ფრანგული ენის მასწავლებელი და მთარგმნელი, გოჩა ჯავახიშვილი - საფრანგეთში საქართველოს საელჩოს პირველი მრჩეველი, ანა ფაშალიშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების ოფიცერი. მრგვალი მაგიდის განმავლობაში მონაწილეები გაგვიზიარებენ  ფრანგული ენის გამოყენების საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას.

ჩანაწერის სანახავად გადადით ბმულზე: https://fb.watch/4AsA5XyWXt/