კალენდარი

ისტორიული ძეგლის რესტავრაცია

12 დეკემბერს, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ბაიდარაშვილმა და ფრანკოფონი მერების ასოციაციამ (AIMF) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საველე სკოლის შექმნის თაობაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი ძველი შენობის რესტავრაციას ისახავს მიზნად. ფრანკოფონი მერების ასოციაცია დააფინანსებს ამ სკოლას 70 000 ევროს ოდენობის თანხით. მოწვეული იქნება ფრანგი ქვის მთლელი, რომელიც საველე სკოლას გაუძღვება. სკოლა იმუშავებს 8 თვის განმავლობაში.საველე სკოლის მიზანია თავიდან ააღორძინოს ისტორიული ძეგლების რესტავრაციის ქართული ტრადიციები და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინვესტირებას შეუწყოს ხელი. მისი სამიზნე ჯგუფია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა ხელოსნები.

ზემოხსენებული პროექტის დამკვეთია მერია და თბილისის განვითარების ფონდი.