კალენდარი

გერონტი ქიქოძის პრემია 2021 ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის

გამომცემლობა აგორა,
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკასთან პარტნიორობით

გამოაცხადებს
ლაურეატს, რომელსაც გადაეცემა

გერონტი ქიქოძის პრემია 2021
ფრანგულენოვანი რომანის
საუკეთესო ქართული თარგმანისთვის 


ოთხშაბათს, 24 მარტს 17სთ 


გერონტი ქიქოძის ლიტერატურული პრემია დააარსა გამომცემლობა აგორამ 2019 წელს, ფრანგული ენიდან საუკეთესოდ თარგმნილი რომანის დასაჯილდოებლად. ყოველ წელს იგი გადაეცემა მთარგმნელს, რომლის ნამუშევარიც იყო საუკეთესო წინა წელს გამოცემულ თარგმანებში. პრემია წარმოადგენს 1000 ლარს, რომელიც გადაეცემა მთარგმნელს.
პრემიის სიმბოლოს ავტორია თანამედროვე ხელოვანი გიგა იაკობაშვილი.

მოკლე სია:

მიშელ უელბეკის "სეროტონინი", მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი, სულაკაურის გამომცემლობა;
ჟილ ლერუას "Alabama Song", მთარგმნელი მერაბ ფიფია, სულაკაურის გამომცემლობა;
ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს "რევოლუციები", მთარგმნელი დალი იაშვილი, გამომცემლობა ინტელექტი.

ონლაინ: https://zoom.us/j/97908685516