კალენდარი
გამოფენა „ძაფით ნაქსოვი ცხოვრება“
თბილისის ხელოვნების ბაზრობა TAF-ის ფარგლებში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გალერეა ოდილ უიზემანი გიწვევთ ფრანგი და შვედი ხელოვანის ულა ვინბლად როზენ კულიოლის (1928–2012) გამოფენაზე.
ერთი თვის განმავლობაში, 12 მაისამდე, საშუალება გაქვთ აღმოაჩინოთ სტოკჰოლმში დაბადებული უკრაინული წარმოშობის ხელოვანის გამოფენა სახელწოდებით „ძაფით ნაქსოვი ცხოვრება“. სიცოცხლეში არასდროს გამოფენილი ჩანახატებით, ნაქარგებით, ფერწერული ტილოებითა და კოლაჟებით - ხელოვანი საკუთარი შემოქმედებით გასული საუკუნის სირთულეებზე გვიყვება.
ნუ დააყოვნებთ, არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი თვალით იხილოთ ამ არაჩვეულებრივი ხელოვანის, განსხვავებული, მდიდარი და გასაოცარი ნამუშევრები.