კალენდარი

ფრანგული ინსტიტუტი | 2019-02-26 19 სთ

ფრანგული ენის კურსი დამწყებთათვის

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ ფრანგული ენის ახალ კურსს დამწყებთათვის.

ჩვენ გთავაზობთ კომუნიკაციურ მეთოდზე დამყარებულ ფრანგული ენის კურსს ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს შესაბამისად.


თქვენ სწრაფად მიიღებთ ცოდნას წერასა და ზეპირმეტყველებაში, რაც საშუალებას მოგცემთ თავისუფლად გაართვათ თავი ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიტუაციებს.

  • მუშაობა კომუნიკაციის 4 კომპონენტზე (კითხვა, მოსმენა, წერა და საუბარი)
  • ახალი და უცხოელებისთვის შექმნილი სახელმძღვანელო
  • გამოცდილი ფრანკოფონი მასწავლებლები

შემდეგი კურსის დასაწყისი : 2019 წლის 26 თებერვალი
ინტენსივობა : კვირაში 4 საათი, სამშაბათი და ხუთშაბათი 19-დან 21 საათამდე

საერთო ხანგრძლივობა : 50 საათი

ღირებულება : 380 ლარი