კალენდარი

ფრანგულენოვანი ფილმების ჩვენება

აღნიშნეთ ფრანკოფონიის მრავალფეროვნება ჩვენთან ერთად!


ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვეიცარიის საელჩო საქართველოში და კანადის საელჩო თურქეთში, გეპატიჟებით ფრანგულენოვანი კინოჩვენების სპეციალურ სერიაზე. შემოგვიერთდით, რომ ერთად აღვნიშნოთ ეს განსაკუთრებული კვირა!


ოთხშაბათი, 20 მარტი, 19:00 სთ, 1სთ27წთ

COLOMBINE - რეჟისორი დომინიკ ოტნენ-ჟირარი, 2022

სინოფსისი:

13 წლის კოლომბინს კონფლიქტი აქვს დედასთან, მამას კი არ იცნობს. მის მოსაძებნად, გოგონა დროში მოგზაურობას იწყებს. კოლომბინი უზარმაზარ სპექტაკლში აღმოჩნდება ჩარჩენილი. იქიდან თავის დაღწევა მან მხოლოდ საკუთარი ძალებით უნდა შეძლოს და გულს მიენდოს.

ფილმის ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=fLZ3WnvfKNY

 

ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად ინგლისური და ქართული სუბტიტრებით.


საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზი


მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 1 / პეკინის ქ. 40


დასწრება თავისუფალია!


პარასკევი, 22 მარტი, 19:00 სთ, 1სთ39წთ


LES PIRES - რეჟისორი ლიზ აკოკა,


სინოფსისი:


ჩრდილოეთ საფრანგეთში, ბულონ-სურ-მერის პიკასოს სიტეში ფილმის გადაღებები იწყება. კასტინგის შედეგად ფილმში მთავარ როლზე ოთხ მოზარდს: ლილის, რაიანს, მაილისს და ჯესის დაამტკიცებენ. სამეზობლოში ყველას უკვირს: რატომ შეარჩიეს ყველაზე „უარესები“?


ფილმის ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=KQeqOc20lxY

ჯილდოები :


კანის ფესტივალი 2022 : გრანპრი Un certain regard


ანგულემის ფრანგულენოვანი ფილმების ფესტივალი 2022 : მთავარი პრიზი Valois de diamant


ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად ქართული სუბტიტრებით.


საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზი


მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 1 /პეკინის ქ. 40


დასწრება თავისუფალია!


შაბათი, 23 მარტი, 19:00 სთ, 1სთ30წთ


RESPIRE - რეჟისორი ონურ კარამანი, 2022


სინოფსისი:


15 წლის მაროკოელი ემიგრანტი ფუადის და 27 წლის კვებეკელი მაქსის ცხოვრება სავსეა უიმედობით, მაგრამ ორივე ისეთი მოვლენების წინაშე აღმოჩნდება, საიდანაც ვერც ერთი გამოვა უვნებელი.


ფილმის ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=T4g9mvJkzes

ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად ინგლისური სუბტიტრებით.


საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზი

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 1 / პეკინის ქ. 40


დასწრება თავისუფალია!