კალენდარი

რიყის პარკი | 2018-05-05 12 სთ

ევროპის დღე თბილისში 2018

შემოუერთდიდ საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შაბათს, 2018 წლის 5 მაისს, 12-დან 19 საათამდე, რიყის პარკში,
რომელიც ევროპის დღესთან დაკავშირებით "ევროპულ სოფლად" გადაიქცევა.
მთელი დღის განმავლობაში გაიმართება მრავალი ღონისძიება
 : კონცერტები, კალათბურთის ტურნირი, სხვადასხვა თამაშები, გასტრონომიული დეგუსტაცია, ევროპული ზღაპრების კითხვა. 

პროგრამა:

12:00-17:00 /რიყის პარკი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საინფორმაციო სტენდები,
კულტურული წარმოდგენები, გათამაშებები და პრიზები,
გასართობი პროგრამები მთელი ოჯახისთვის.

17:00 - 19:00 / ევროპის მოედანი
კალათბურთის ტურნირი

19:00 / ევროპის მოედანი
გალა კონცერტი

 ნათია თოდუა 
ნინო ქათამაძე და Insight