კალენდარი

ექსპერტის მასტერკლასი კრისტინ ოლიესთან ერთად

ექსპერტის მასტერკლასი

კრისტინ ოლიესთან

ერთად

 

თბილისი, საქართველო 

 

თბილისის 2017 წლის ფოტო ფესტივალის კვირეულის განმავლობაში

 

                                                                            

ფოტოგრაფიული ნამუშევრი - კონცეფციიდან შექმნამდე

 

 სამშაბათიდან, 2017 წლის 13 სექტემბრიდან შაბათის,16 სექტემბრის ჩათვლით

 

საავიაციო კომპანია ატლასგლობალთან თანამშრომლობით, თავისი მერვე გამოშვებისთვის, თბილისი ფოტო ფესტივალი ატარებს ვორქშოპების საექსპერტო სერიას 2017 წლის 13-დან 20 სექტემბრის ჩათვლით.

 

თბილისის ფოტო ფესტივალი, 13-დან 16 სექტემბრამდე, ფესტივალის კვირეულის ფარგლებში, კავკასიის ფოტოგრაფიულ დედაქალაქ თბილისში იწვევს ხელოვნების ისტორიკოსსა და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე გამოფენის კომისარს კრისტინ ოლიეს ვორქშოპის ჩასატარებლად.

 

არტისტული ჩანაფიქრიდან იდეის ხორცშესხმამდე, ფორმალური კონცეფციიდან ხელოვნების ნიმუშის შექმნამდე და საბოლოო სელექცია გამოქვეყნებისა და გამოფენის მიზნით.

 

ვორქშოპის მიზანია თითოეულ სტაჟიორს შესაძლებლობა მისცეს დაასრულოს მიმდინარე სამუშაო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებითა და კრისტინ ოლიეს ხელშეწყობით.

 

ვორქშოპი ტარდება თბილისის ფოტო ფესტივალის კვირეულის განმავლობაში, 13-დან 16 სექტემბრის ჩათვლით და საშუალებას მოგცემთ დაესწროთ სხვადასხვა ღონისძიებებს ვერნისაგების, კონფერენციებისა და ჩვენებების სახით (სტაჟიორებისთვის დასწრება უფასოა).

 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ჩასაწერად, მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: masterclass@tbilisiphotofestival.com 

More details in English >>> here <<<