კალენდარი

თბილისის კლასიკური გიმნაზია | 2016-09-25 10სთ30

ენების ევროპული დღე

ერთად აღვნიშნოთ ენების ევროპული დღე !

25 სექტემბერს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში 8-18 წლის მოსწავლეებს საქართველოს ყველა სკოლიდან არაჩვეულებრივი ღონისძიებები და პრიზები ელოდებათ!

დასწრება თავისუფალია!

დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის დასწრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 10:30 საათზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის ფოიეში.

ღონისძიება მოიცავს სახალისო შემეცნებით კონკურსებსა და ენის სადემონსტრაციო ვორქშოპებს.
მოსწავლეებს შეეძლებათ უკეთ გაეცნონ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხების კულტურულ თავისებურებებს. აქტივობების ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სხვადასხვა სახალისო პრიზი. ვიქტორინისა და “ნორჩი მწერლების კონკურს”-ში გამარჯვებული მოსწავლეები კი -დაჯილდოვდებიან განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული ლეპ-ტოპებითა და ორგანიზატორი ენის ცენტრების მიერ გამოყოფილი უფასო ენის კურსებით.

დეტალური პროგრამა და ღონისძიებათა აღწერა გამოქვეყნდება სექტემბერში.

ძვირფასო ბავშვებო!

მობრძანდით, გაერთეთ და შეიტყვეთ მეტი ევროპის შესახებ, რომელიც მრავალი ენისა და კულტურის სახლია!


ღონისძიების ორგანიზატორები:

ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანება (EUNIC: European Union National Institutes for Culture)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი კლასიკური გიმნაზია
ფრანგული ინსტიტუტი
გოეთეს ინსტიტუტი,
ბრიტანეთის საბჭო,
დანტე ალიგიერის ასციაცია,
ესპანურის ცენტრი “კარმენი”,
თურქეთის,საბერძნეთის, ლიტვისა და პოლონეთის საელჩოები