კალენდარი

გოეთეს ინსტიტუტი | 2018-09-30 10 საათი

ენების ევროპული დღე 2018

ენების ევროპული დღე 2018.

ერთად აღვნიშნოთ ენების ევროპული დღე!

მობრძანდით 30 სექტემბერს თბილისის გოეთეს ინსტიტუტში ევროპის კულტურული სიმდიდრის გასაცნობად. 8-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
დასწრება თავისუფალია !

აქტივობებზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10 საათზე.

ღონისძიება მოიცავს გასართობ და შემეცნებით კონკურსებს და, ასევე, ევროპული ენების გასაცნობ სახელოსნოებს.
მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ევროპის ხალხების თავისებურებეს. აქტივობების დასასრულს, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა პრიზი.

პროგრამა

11:00 - 11:00 მონაწილეთა რეგისტრაცია
11:00 - 11:30 ღონისძიების გახსნა
11:00 - 16:00 მხიარული ავტობუსი/ FUNBUS-ის მიერ წარმოდგენილი ფიზიკური და შემეცნებითი თამაშები და აქტივობები
11:30 - 13:00 კონკურსი ნორჩი მწერლებისთვის
11:30 - 16:00 უცხოური ენის ვორკშოპები, კითხვისა და ხელოვნების სახელოსნოები
12:00 - 15:30 ვისწავლოთ უცხოური ენა ცეკვით
12:30 - 13:30 კონკურსი "გამოიცანი მელოდია"
13:00 - 13:30 კარაოკე
13:30 - 14:30 თამარ გაგოშიძის საჯარო ლექცია მშობლებისთვის
13:30 - 15:00 ქვიზები ევროპის შესახებ
13:30 - 16:00 არტ-თერაპიის ვორკშოპები
15:00 - 16:00 ვორკშოპი "გვესაუბრე ჩვენც", ხატვის ვორკშოპი
16:00          გამარჯვებულთა დაჯილდოება

თარიღი: 2018 წლის 30 სექტემბერი
დასაწყისი: 10 საათზე
მისამართი: მიხეილ ზანდუკელის ქ.16, თბილისი

ღონისძიების ორგანიზატორები : 
EUNIC – ეროვნული კულტურის ინსტიტუტების ევროპული გაერთიანება 
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი
გოეთეს ინსტიტუტი
ბრიტანული საბჭო