კალენდარი

მედიათეკა | 2022-10-20 18 სთ

ეჟენ იონესკოს ''მარტორქა''

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
გიწვევთ ლიტერატურულ შეხვედრაზე

ბელა ხაბეიშვილი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
რომანული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი

წარმოგიდგენთ

ეჟენ იონესკოს პიესას, "მარტორქა"

ხუთშაბათს, 2022 წლის 20 ოქტომბერს 18სთ00წთ-ზე

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე


ფრანგი დრამატურგი, ეჟენ იონესკო დაიბადა 1909 წელს რუმინეთის ქალაქ სლატინაში. ის წარმოშობით რუმინელია და ფრანგულ ენასა და ლიტერატურას ბუქარეტის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1942 წლიდან ეჟენ იონესკო საბოლოოდ დაფუძნდა საფრანგეთში და 1950 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. იმავე წელს, ნოქტამბულის თეატრში დაიდგა ეჟენ იონესკოს პირველი დრამატული ნაწარმოები, ’’მელოტი მომღერალი ქალი’’. ეს წარმოდგენა სიღრმისეულად წარმოაჩენს თანამედროვე თეატრს, რადგან სპექტაკლში სატირისა და მეტაფიზიკის წარმოჩენის მძლავრ საშუალებად გამოყენებულია აბსურდი და გროტესკი, რამაც პიესის ავტორი ახალი ჟანრის, ’’აბსურდის თეატრის’’ მამად აქცია. თუმცა, იონესკოს ტერმინი ’’უჩვეულო’’ უფრო მეტად მოსწონდა.

1953 წლიდან მისი ტალანტი საყოველთაოდ აღიარეს, რაც დრამატურგს საშუალებას აძლევდა პიესების ჰონორარით ეცხოვრა. ნამდვილი დაფასება კი, ეჟენ იონესკოს 1959 წელს გამოცემულმა წიგნმა’’მარტორქამ’’ მოუტანა.

ეჟენ იონესკო არის აგრეთვე თეატრის შესახებ გამოცემული ნაშრომების ავტორი (’’შენიშვნები და კონტრ-შენიშვნები’’). 1971 წელს იგი აირჩიეს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. სიცოცხლის ბოლოს ეჟენ იონესკომ სხვა ჟანრშიც გამოსცადა თავი : იგი ასევე ავტორია რომანის და ავტობიოგრაფიის. ეჟენ იონესკო გარდაიცვალა პარიზში, 1994 წელს.

’’მარტორქა’’ აბსურდის თეატრის რეგისტრის ემბლემატური პიესაა, სადაც არეულია ჟანრები და ტონები, კომედია და ტრაგედია, სადაც, კვლავ შენარჩუნებულია პროვოკაციული სულისკვეთება და ნოვატორულობა, რაც ასე დამახასიათებელი იყო ავტორის პირველი პიესებისთვის. ნაწარმოებში ავტორი გვთავაზობს რეფლექციას ისტორიაზე მითის შემოტანით: მწვავე ’’რინოსერიტით’’ დაავადებული ქალაქის მოსახლეობა თანდათან მარტორქად გარდაიქმნება. ცხოველი იმ ფანატიზმს განასახიერებს რომელიც ’’ადამიანებს ამახინჯებს და მათ არაჰუმანურებად აქცევს’’. მასთან მიმართებაში კი პერსონაჟები სხვადასხვაგვარად იქცევიან. ზოგნი მარტორქად გადაიქცნენ და ნახირი ჩაივლის ხოლმე. მხოლოდ ბერანჟე ეწინააღმდეგება სასტიკი მხეცების ჯოგს, ტოტალიტარიზმის სიმბოლოს. ეს პიესა ყველა სახის დიქტატურის გმობაა. იონესკო ფაშიზმსაც ისევე გმობს, როგორც კომუნიზმს. ამგვარად, ეს მებრძოლი პიესაა: ’’მე არ ვნებდები’’, წამოიძახებს ერთ-ერთი გმირი.