კალენდარი

დავიდ ფონკინოსის ახალი რომანი

დავიდ ფონკინოსის „ანრი პიკის საიდუმლო“.  ეს ლიტერატურული გამოძიების საიდუმლოებით სავსე ცოცხალი კომედია ადასტურებს, თუ როგორ შეუძლია რომანს შეცვალოს მკითხველის ცხოვრება.... 
 
ბრეტანში, ერთი ბიბლიოთეკარი გადაწყვეტს შეაგროვოს გამომცემლების მიერ უარყოფილი ყველა წიგნი. ამგვარად, ის იღებს ყველანაირი სახის ხელნაწერს. მათ შორის, ახალგაზრდა გამომცემელი აღმოაჩენს ვინმე ანრი პიკის დაწერილ ნაწარმოებს, რომელიც მისი აზრით შედევრს წარმოადგენს. ის მწერლის ძებნას იწყებს და აღმოაჩენს, რომ ავტორი ორი წლის წინ გარდაცვლილა. მისი ქვრივის თქმით კი, მას საყიდლების სიის გარდა არასდროს წაუკითხავს ან დაუწერია რაიმე წიგნი... ხომ შეიძლება, რომ საიდუმლო ცხოვრება ქონოდა? ამ საიდუმლოების შარავანდედით მოცული პიკის წიგნი კი ძალიან პოპულარული გახდება და ლიტერატურულ სამყაროზე მოულოდნელ გავლენას მოახდენს. ის აგრეთვე მრავალი ადამიანის ბედს შეცვლის, განსაკუთრებით ერთი ჯიუტი ჟურნალისტის ჟან-მიშელ რუშისა, რომელსაც ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. და, იქნებ მთელი ეს პუბლიკაცია მხოლოდ მაქინაციაა?

წაიკითხეთ ინტერვიუ ავტორთან : http://bit.ly/1q2sb30
(წყარო: გალიმარი Gallimard)