კალენდარი

ციფრული ნოემბერი 2018

 
2018 წლის ციფრული ნოემბრის თვის ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი თანამშრომლობს თბილისის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალთან (TIAF), რომელიც ტარდება 2018 წლის 2-დან 4 ნოემბრის ჩათვლით კომერციულ ცენტრში თბილისი მოლი : https://www.caucasuscon.com/tiaf
 
აღნიშნულ ფესტივალზე, კავეას კინოთეატრის დარბაზებში ნაჩვენები იქნება მრავალი ფრანგული ანიმაციური ფილმი. ჩვენება უფასოა ყველასათვის.
ამასთანავე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მართავს ციფრული ანიმაციის ორ სახელოსნოს ახალგაზრდა პუბლიკისთვის საკუთარ მედიათეკაში: ზღაპრების ინტერატიული კითხვა და აქტივობები პლანშეტების გამოყენებით.
აღნიშნული სახელოსნოებში გამოყენებული იქნება ფრანგული ორგანიზაციის La souris grise  ( http://www.souris-grise.fr/) ციფრული რესურსები.
 
განსაკუთრებული მომენტები *
-2018 წლის 2-4 ნოემვბერი : თბილისის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (TIAF) :
ცნობილი ფრანგული ანიმაციური ფილმების ჩვენება სილვენ შომეს ნამუშევრებზე ფოკუსირებით.
რეჟისორი სილვენ შომე მოწვეულია ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. (დადასტურების მოლოდინში.)

 
ნაჩვენები ფრანგული ფილმების სია :
 
1.            დომინიკ მონფერის ფილმი Kerity, La Maison Des Contes, 
2.            ჟან კრისტოფ დესენის ფილმი Le Jour Des Corneilles
3.            სედრიკ ბაბუშის ფილმი Imago
4.            ჟან-რემი ჟირერდის ფილმი La Prophetie des Grenouilles, 
5.            იუნგ და ლორან ბუალოს ფილმი Couleur De Peau: Miel
6.            სილვენ შომეს ფილმი L’illusionniste, 
7.            სილვენ შომეს ფილმი Les Triplettes De Belleville, 
8.            სილვენ შომეს ფილმი La Vieille Dame Et Les Pigeons” 
 
 
- 2018 წლის 2 ნოემბერი :
თბილისის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის (TIAF) გახსნა.
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის, ბატონი პიერ კლუეს სიტყვით გამოსვლა თბილისი მოლში.
https://www.caucasuscon.com/tiaf
https://www.caucasuscon.com
https://www.facebook.com/CaucasusCon
 
-2018 წლის 10 ნოემბერი :
აქტივობები პლანშეტების გამოყენებით ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან
ადგილმდებარეობა : საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
დასაწყისი : 17 სთ
 
-2018 წლის 24 ნოემბერი :
ზღაპრების ინტერატიული კითხვა ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან
ადგილმდებარეობა : საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
დასაწყისი : 17 სთ