კალენდარი

Campus Art

ხელოვნების, მოდის, დიზაინის, მუსიკისა და არქიტექტურის სასწავლო  პროგრამებზე ონლაინ აპლიკაციების მიღება  CampusArt-ზე მიმდინარეობს 2024 წლის 29 თებერვლამდე.

CampusArt ფრანგული  ხელოვნების  სკოლების  ერთიანი ქსელია, რომელიც სთავაზობს  სასწავლო პროგრამებს ხელოვნებასა და არქიტექტურაში სააგენტო Campus France-თან და საფრანგეთის ეროვნული განათლების სამინისტროს,  უმაღლესი განათლების, კვლევებისა და ინოვაციების,  და ევროპის, საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით.

www.campusart.org  ვებგვერდი-ის საშუალებით კანდიდატებს წვდომა აქვთ (გარკვეული პირობებით)  სახვითი ხელოვნების, არქიტექტურის, კინოს, დიზაინის, ვიზუალური კომუნიკაციის, მოდის, მუსიკის, ინტერიერის არქიტექტურის მოსამზადებელ კურსებზე, ბაკალავრიატის (ლისანსი), მაგისტრატურის, პოსტ-მაგისტრატურის და დოქტორანტურის სასწავლო პროგრამებზე, რომელსაც ქსელში გაწევრიანებული სასწავლებლები სთავაზობენ.

საწავლო პროგრამის შერჩევის პროცესი  არის  სწრაფი და ინტერაქტიული ონლაინ  აპლიკაციის მეშვეობით, რაც საშუალებას აძლევს უცხოელ სტუდენტებს შეავსონ მხოლოდ ერთი  განაცხადი, რომელიც ხელმისაწვდომი და თვალსაჩინოა  130-ზე მეტ სასწავლებლისათვის.

 
სერვისი სრულიად უფასოა, ვიდრე კანდიდატი არ გადაწყვეტს დაეთანხოს რომელიმე შემოთავაზებულ პროგრამას.