კალენდარი

ბათუმის VR დღეები


ციფრული ნოემბრის დროა! მზად ხართ მიიღოთ უნიკალური ვირტუალური გამოცდილება?

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „თოფუზი“ ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ბათუმის VR დღეებზე გეპატიჟებათ!

14 და 15 ნოემბერს, 13:00-დან 18:00 საათამდე, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, ჩაეფლოთ ვირტუალურ რეალობაში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სპეციალურად შერჩეულ სივრცეში!

იმედი გვაქვს, რომ ჩვენებებზე ბევრ თქვენგანს შევხვდებით !

ღონისძიების პარტნიორია FILM XR და გიორგი მოლოდცოვი.

ნაჩვენები VR ფილმები ხელმისაწვდომია პარიზის ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით.