კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2017-07-06 18 სთ 30

ახალი თარგმანის პრეზენტაცია

მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამით გამოცემული
გამომცემლობა დიოგენეს მიერ გამოცემული ახალი ქართული თარგმანის პრეზენტაცია შედგება

6 ივლისს 18 სთ30-ზე




ალენ ვანიეს "ფსიქოანალიზის შესავალი"
.
პარიზის დიდროს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი, ალენ ვანიე, განიხილავს ფსიქოანალიზის ძირითად მცნებებს და სხვადასხვა მიდგომას იმ მიზნით, რომ არადოგმატურად გაანალიზოს ანალიტიკური მეთოდის ყოველთვის სადაო საკითხები. ნაშრომი წარმოადგენს თანამედროვე ფსიქოანალიზის ფართო პანორამას. ასევე განიხილავს მოძღვრების სწავლების და პრაქტიკის ფუნდამენტურ საკითხებს, რომლთა ერთმანეთისგან გამიჯვნა, ფსიქოანალიზის მოძრაობის გათვალისწინებით, დღეს ძნელად წარმოსადგენია.
ფრანგულიდან თარგმნა გიგა მამინაშვილმა. გამოიცა მწვნე სახლის ინიციატივით.

შესაძლებელი იქნება წიგნების ფასდაკლებით შეძენა.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა

ლადო გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ.
ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2923304